პარლამენტის საგაზაფხულო სესია 24 ივნისს დაიხურება
24 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ბიუროს სხდომით დახურავს, რომელიც 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
ამასთან, სესიის დახურვის მიუხედავად, შესაძლოა, რამდენიმე რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდეს საჭირო.