პოლიტიკა
"ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის" ლიკვიდაციით, სამსახურის გარეშე 22 ადამიანი რჩება

ახალციხის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი სრულდება. მერის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ლიკვიდაცია მოხდება, მის ფუნქციას მერიაში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება შეასრულებს.

ა(ა)იპ-ის გაუქმებით, სამსახურის გარეშე 22 დასაქმებული რჩება, ახალ განყოფილებაში კი 10 ვაკანსია იქნება. ახალციხის მერის თქმით, გამოცხადდება კონკურსი და ამ გზით შეარჩევენ ახალ თანამშრომლებს. მასში მონაწილეობის საშუალება ექნება გაუქმებული ა(ა)იპ-ის ყოფილი თანამშრომლებსაც.

ამის გარდა, 4 შტატი ემატება ზედამხედველობის სამსახურს. ინსპექტორები მუნიციპალიტეტს მონიტორინგს გაუწევენ.

ორი შტატი ემატება ეკონომიკის სამსახურს. რეორგანიზაციის ფარგლებში, ზოგიერთი განყოფილება ერთ სამსახურში გაერთიანდა.
Print