პოლიტიკა
ვინ არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ახალი მოადგილე?
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ პოსტს გიორგი ტაბატაძე დაიკავებს.

უწყების ცნობით, გიორგი ტაბატაძე, 2021 წლის მაისიდან 2022 წლის ივნისამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის, მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

2020-2021 წელს იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

2015-2020 წლებში მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის უფროს სპეციალისტად.

2014 წელს მუშაობდა სს "თბილხელსაწყოში"ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა ს.ს ,,საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ფილიალის ფინანსურ დეპარტამენტში ბიუჯეტირების, ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის პოზიციაზე, ასევე იყო ბუღალტრის დამხმარე ავიაკომპანია ,,იარ-კავკასუსში" ფინანსურ დეპარტამენტში.

გიორგი ტაბატაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ასევე მას დამთავრებული აქვს ბუღალტერთა და აუდიტორთა ინსტიტუტი ACCA. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


Print