პოლიტიკა
"ალტ ინფო" იხურება
"ალტ-ინფო იხურება" - პარტიის ლიდერის, ზურა მახარაძის განცხადებით ტელევიზიას ფინანსური პრობლემები დაუდგა. მათივე ცნობით, არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს.

რეგიონებში იხურება "კონსერვატიული პარტიის" ოფისებიც. დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ. 

ახალციხის ოფისში "მეცხრე არხის" განუცხადეს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

"არ მინახავს. მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა არსად არაფერი, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" - განაცხადა სიმონ ეღიაშვილმა.

"ალტ ინფოს" ლიდერი ზურა მახარაძე ვიდეო მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და დახმარებას ხალხს სთხოვს.

მსგავსი სახის ვიდეო მიმართვას ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, სიმონ ეღიაშვილიც ავრცელებს და საზოგადოებას ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს.

Print