პოლიტიკა
ახალციხის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და HEKS EPER Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი HEKS EPER Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ხელის შეწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ეფექტიან თანამშრომლობას, მათ პერიოდულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი ერთობლივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და სამუშაო გეგმების შემუშავებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
Print