პოლიტიკა
ბიუჯეტის პროექტზე წინადადების წარდგენის უფლებით მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ ისარგებლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეებს და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების და წინადადებების წარდგენა, რომელსაც საკრებულო და მერია განიხილავს და შესაძლოა, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მოხვდეს.

ამ შესაძლებლობით ისარგებლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და განხილვის პროცესში საკუთარი წინადადებები წარადგინა.

ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე 2023 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზე საუბრობს.

არასამთავრობო სექტორმა ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მმართველ გუნდს 31 პრობლემატური საკითხი წარუდგინა. მათ შრისაა გრიგოლ ხანძთელის და მთაწმინდელის ქუჩაზე გზის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სვირის და აწყურის სასმელი წყლის, ყაზბეგის ქუჩაზე ამორტიზებული ხიდის მოწესრიგების და ახალციხე- ურავლის გზის სახიფათო მონაკვეთის პროექტები.

თამუნა უჩიძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად გაითვალისწინებს მათ ინიციატივას და 2023 წელს მოგვარების ზემოთ აღნიშნულ საკითხებს.
Print