პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი სამცხე-ჯავახეთში მხარდამჭერებს ხვდება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სამცხე-ჯავახეთში მხარდამჭერებს შეხვდა. მან პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დეტალები განიხილა.

პარტიის ლიდერების თქმით, 9 დეკემბერს, სასამართლოს ეზოში დაანონსებულ აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან. ამის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე.
Print