პოლიტიკა
"კაბინეტებიდან საქმე არ კეთდება" - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ვიზიტისას სხვადასხვა ჯგუფებთან გაერთიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ საკუთარი ქვეყნის გარშემოა გაერთიანებული, შიდა პარტიული არჩევნები კი მისთვის "მეასე ხარისხოვანია". მისი და პარტიის ერთადერთი მიზანი კი მოქმედი მთავრობის დამარცხებაა.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დეტალები განიხილა.
Print