პოლიტიკა
სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე მსჯელობს.
Print