პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინეს

დღეს, 3 თებერვალს, ახალციხის საკრებულოს 2023 წლის მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში წარადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმაც. მან დეტალურად ისაუბრა მის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასვე მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელებულ საქმიანობაზე, საკრებულოს სხდომებსა და სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობაზე, კომისიურ მუშაობაზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე და სხვა სახის აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა.
Print