პოლიტიკა
"მსგავსი აქციები ყველა რეგიონში ჩატარდება" - ვაჟა ჩიტაშვილი

ბორჯომში გამართულ აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მსგავსი აქციების გამართვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში დააანონსეს.

"ენმ"-ს მხარდამჭერის, ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებით, წინასწარ გაწერილი გეგმა ჯერ არ არსებობს, თუმცა ეტაპობრივად ცნობილი გახდება სად და როდის გაიმართება შემდეგი საპროტესტო აქციები.

შეგახსენებთ, რომ მხარდამჭერებმა და პარტიის წევრებმა ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია სახელწოდებით -"თავისუფლება მიშას" დღეს ბორჯომში გამართეს.
Print