პოლიტიკა
"ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე" - დავით ტაბატაძე ხაბეიშვილის გადადგომაზე

"ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე და რას გააკეთებს"
- ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ტაბატაძის თქმით, პარტია ჩამოშლილია და ამას მოსახლეობაც ნათლად ხედავს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

შიდაპარტიული დევნისა და არაფორმალური მმართველობის მიზეზით, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ვიდეომიმართვა სექტემბრის თვეში ჩაწერეს და ფრაქციის წევრობაზე უარი თქვეს.
Print