პოლიტიკა
IDFI - მ თანამდებობის პირთა მიერ მიღებული საჩუქრების კანონიერება შეისწავლა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს. 

კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2021-2023 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები, სადაც დეკლარირებულია თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. 

კვლევის მიხედვით, 2020-2022 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ თანამდებობის პირებს, ხოლო 2,5 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს.

IDFI-ის კვლევაში მოხვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი. გურამ ჩადუნელისთვის საზღვარგარეთიდან ხორციელდება ფულადი გზავნილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესაძენად. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მის საკუთრებაში დარეგისტრირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული 9 სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 172,000 აშშ დოლარი. ამავე დროს ჩადუნელის მიერვე შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი რეალური მფლობელია საუდის არაბეთის მოქალაქე ალრაჰმა ზიიად აჰმედი. მან ასევე, 2021 წელს საჩუქრის სახით მეგობრისგან მიიღო 36,660 აშშ დოლარი.  

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჩუქრის კანონის დარღვევით მიღებასთან ერთად, სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. 

ვრცელი კვლევა იხილეთ ბმულზე.

ჩასწორება: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ კვლევის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბარცუმ ბაბოიანს 2020 წელს, მამამ 8,000$-იანი ავტომანქანა აჩუქა, რაც სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა. კვლევის ავტორებთან დაზუსტდა, რომ ავტომობილი ბაბოიანის ცოლს მისმა მამამ აჩუქა.
Print
თეგები: IDFI / კვლევა /