პოლიტიკა
ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი - რა შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა სამცხე-ჯავახეთში
ფოტო: კანდიდატის სტატუსის მინიჭების დღე

ეკონომიკური, პოლიტიკური და ინფორმაციული მიმართულება - ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია გავლენა. 2008 წელს საქართველომ ვერ შეძლო დაერწმუნებინა დასავლეთი, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშად ერეოდა - მიაჩნიათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს. ,,დღეს უკრაინაში მიდის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვისაც, რათა საქართველომ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება“.


როგორია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები საქართველოსთვის, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა და რა სახის პერსპექტივები გაუჩნდა საქართველოს - ამ თემაზე სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ.

გავლენა ეკონომიკაზე

სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 45%-ს ეთნიკური სომხები შეადგენენ. მათი უმეტესობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის, ნაწილი კი ახალციხის მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. სომხური თემის მამაკაცთა უმრავლესობა ოჯახებს რუსეთიდან სეზონური სამუშაოებით არჩენს. ოკუპანტი ქვეყნიდან მიღებული შემოსავლები მათსა და მათი ოჯახის წევრების განწყობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

თუ ომამდე ჯავახეთის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს ერთხმად უჭერდა მხარს, ომის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ომის დაწყების გამო რუსეთში სამუშაოდ მყოფთა ნაწილმა სამუშაო დაკარგა, მეორე ნაწილმა და რუბლის გაუფასურების და შესაბამისად შემცირებული შემოსავლის გამო ისევ საქართველოში დაბრუნება და ,,მიწაზე მუშაობა“ არჩია.

,,რა თქმა უნდა, რუსეთ - უკრაინის ომმა გავლენა იქონია სამცხე-ჯავახეთზე და გავლენა საკმაოდ თვალში საცემია. სამცხე-ჯავახეთი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია და ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი შრომითი მიგრაციით მიდის რუსეთში. ბოლო წლებში ასევე გაიზარდა უკრაინაში წამსვლელთა რაოდენობა. ამ ომის შედეგად ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რადგან იქაც ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა. განსაკუთრებით რუსეთში, როდესაც ქვეყანა სანქციების ქვეშ მოექცა.

ადამიანები, იძულებულნი გახდნენ საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულიყვნენ, რადგან ვეღარ მუშაობდნენ. ამ ხალხმა იქ დაკარგა სამუშაო და ვერც საქართველომ უზრუნველჰყო რომ შეექმნა სამუშაო პირობები და დაესაქმებინა ადგილზე ეს ხალხი. ადამიანებს შეექმნათ ეკონომიკური პრობლემები, რადგან უსაფრთხო ადგილად აღარ მივიჩნევით საინვესტიციო გარემოც გაუარესდა და ინვესტიციებიც შემცირდა“
- აცხადებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე.

,,ადრე თუ ბევრის მიდიოდა რუსეთში სამუშაოდ, ახლა იქ წასვლის მსურველმა იკლო. ახალგაზრდები სამუშაოდ წასვლას ახლა უკვე ევროპაში ამჯობინებენ. თან შიშიც არის, რომ თუ რუსეთი მოიგებს, ომი საქართველოშიც შეიძლება დაიწყოს და ქვეყანაში 100 წლის წინანდელი მოვლენები განვითარდეს“- მიაჩნია სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის დირექტორს ედუარდ აივაზიანს.

,,ომმა როგორც ყველგან, ჯავახეთშიც ყველაფერი გააძვირა, გარდა ამისა, ჯავახეთიდან რუსეთში წასულთა ნაწილს, იქ ჰქონდა ბიზნესი, უმრავლესობა იქ სამუშაოდ მიდიოდა. ნაწილი ომის გამო ვეღარ აგრძელებს საქმიანობას, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ვეღარ ეხმარება საქართველოში დარჩენილ ოჯახს ფინანსურად. ბევრი კი დაბრუნდა საქართველოში და მიწის დამუშავებას და ფერმერობას მოკიდა ხელი“ - აღნიშნავს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნარინე გინოსიანი.

,,რეგიონის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფინანსურად დაკავშირებული იყო რუსეთთან, რადგან სეზონურ სამუშაოებზე მუდმივად დადიოდნენ იქ, მეორე წელია უკვე მათ ნაწილს სეზონური სამუშაოები აღარ ჰქონია და დარჩნენ უმუშევრად საქართველოში. გარდა ამისა, გაიზარდა რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობაც, სამწუხაროდ ვგულისხმობ ეთნიკურ რუსებს. ასევე დამოკიდებულებებიც შეიცვალა, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც მეტ-ნაკლებად კეთილი განწყობა ჰქონდა რუსეთის მიმართ, დარწმუნდნენ რომ რუსეთი მტერია და არა ერთმორწმუნე მეგობარი“ - ამბობს დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ზურაბ მაღრაძის შეფასებით, ,,რეგიონის მოქალაქეები ან ყოფილი მოქალაქეები რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რეგიონში არსებულ საკუთრებებს (მიწებს, სახლებს) უფრო მეტად დაეპატრონნენ. ახალი ნაკვეთების ყიდვის ტენდენციაც არის. ეს პროცესი განგრძობადია, რაც ჯერ მკაფიოდ არ ჩანს. ასევე რეგიონის საბაჟოებზე ტრაილერების რაოდენობა იმატა. ფულადმა გზავნილებმაც იმატა რეგიონში რუსეთიდან“.
ფოტო: ვალეს საბაჟო

ინფორმაციული გავლენა


სამცხე-ჯავახეთის სომხური თემი რუსულად ლაპარაკობს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც აქ სომხური და რუსული არხები პოპულარულია. შედეგად - მოსახლეობამ არ იცის რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, რადგან ინფორმაციას ძირითადად უცხო ქვეყნის მედიებიდან იღებს და როგორც წესი, სჯერა კიდეც იმის, რასაც ეს არხები ეუბნებიან.

,,სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის რუსული დეზინფორმაციიდან გამომდინარე მიდგომაც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. იმის გამო, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკურად მიბმულია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ეს ხალხი ხშირად ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ უნდა წასულიყო უკრაინა, რომ არ უნდა მოეთხოვა ნატოში შესვლა და ა.შ.

მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო, რომ უზარმაზარი საზღვარი გაივლო ფინეთსა და რუსეთს შორის და ლამის 12 თუ 15 კმ-ში ფინეთი გახდა ნატოს წევრი ქვეყანა, მაშინ დაეწყო რუსეთს ომი იქაც, თუ ნატოში გაწევრიანების სურვილი იყო პრობლემა. რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ არის, რადგან რუსეთს აქვს უფრო მეტი პოლიტიკური და ღრმა ამბიციური გეგმები და ეს დამტკიცდა კიდეც“
- მიაჩნია ასოციაცია ტოლერანტის დირექტორს ცირა მესხიშვილს.

,,ფაქტია, რომ ჯავახეთის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რუსული და სომხური არხებიდან იღებს და განწყობაც შესაბამისია. შეიმჩნევა უფრო დაძაბული სიტუაცია მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით“ -აცხადებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე.
ფოტო: არქივიდან

გავლენა პოლიტიკაზე და კანდიდატის სტატუსი


რას აძლევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და რა დათქმები გვაქვს შესასრულებელი ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად? სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრი არაერთგვაროვანია.

უფლებადამცველები საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებენ ყურადღებას და მიაჩნიათ, რომ უკრაინის ომმა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზე.

,,რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა სამივე ქვეყნისთვის - უკრაინა, მოლდოვა, საქართველოსთვის სტატუსის მიცემის პროცესი“ - აღნიშნავს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნარინე გინოსიანი.

,,საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ისევე როგორც ქართველი ხალხის, როგორც თავისუფალი საზოგადოების დამსახურება და მიღწევა“ - ფიქრობს სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ედუარდ აივაზიანი.

,,მხოლოდ სამი პუნქტი გვქონდა 12-დან შესრულებული, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან კარგად დაანახა ევროკავშირს, რომ 2008-ში ჩვენ ვერ შევძელით დაგვენახებინა დანარჩენი სამყაროსთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ძალიან უხეშად ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. თუნდაც ის რად ღირს, რომ წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, თუ ვინ დაიწყო ეს ომი საქართველოში. ძალიან კარგად დაინახეს ევროპის ქვეყნებმა ის საფრთხე, რომ თუ არ გვექნება გარკვეული სახის გარანტიები მაინც, ძალიან ადვილად შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით რუსეთის ხელში“ - მიაჩნია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს მაკა სუდაძეს.

,,ამ ომმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, სხვა შემთხვევაში ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებდა და კიდევ დიდხანს მოგვიწევდა ლოდინი, რადგან არ არის პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ევროპასთან დასაახლოებლად. თუმცა მოსახლეობის ერთად დგომამ, სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ და ევროპელი პოლიტიკოსების კეთილგანწყობამ საბოლოოდ მოგვცა ის შედეგი, რომ ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა 80% მაინც ეს არის უკრაინის დამსახურება“ - განმარტავს დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.
,,რუსეთი მხოლოდ იარაღით საუბრობს და იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ევროპული მომავალი სურს, უსაფრთხოებისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანება. ძალიან ცუდია, რომ უკრაინაში ომის ფაქტს მოყვა ჩვენი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ამ რეალობის წინაშე ვართ. ყველანი შეძრულები ვართ იმ ვანდალური აქტით, რომელიც წამოიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ომის დაწყებას ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა სამცხე-ჯავახეთი და ძალიან სერიოზული დახმარებები იქნა გაგზავნილი უკრაინაში.

დღეს უკრაინაში მიდის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვისაც, რათა საქართველომ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ყოველთვის იყო მითი, რომ რუსეთი უძლეველია, რომ მას ვერავინ მოერევა და წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ. უკრაინამ შეძლო ამ მითის დამსხვრევა, მეორე წელია აგერ იბრძვის. მაშინ როცა რუსეთს კიევი ორ კვირაში უნდა აეღო, ორი წელია იბრძვის და ქედი ვერ მოახრევინა და ვერ დააჩოქა
“ - აღნიშნავს ასოციაცია ტოლერანტის დირექტორი ცირა მესხიშვილი.

,,ომმა სტატუსი მხოლოდ დააჩქარა, ევროინტეგრაცია ისეც გარდაუვალი იყო. დააჩქარა იმიტომ, რომ ჩრდილოეთის დერეფნის ნაცვლად დაწინაურდა და საჭირო გახდა შუა დერეფნის ამუშავება. საქართველო ზღვაზე გასასვლელის მქონე საკვანძო ქვეყანაა ევროკავშირისთვის, სადაც ჩინეთის გავლენის ზრდის რისკი არსებობს. ასევე არსებობს საფრთხეები ირანიდან. საქართველო ჭირდება ევროკავშირს.

ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, სომხეთის გზა ევროკავშირისკენ ჩვენზეა დამოკიდებული. ჯერ საქართველო უნდა გახდეს წევრი, ისე სომხეთში ვერ გადაიწევს ევროკავშირის საზღვრები, მსოფლიო ბანკმა ნოემბერში გასცა რეკომენდაცია და დაასკვნა რომ ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი. სომხეთი აპირებს ინდუსტრიული ზონისა და მშრალი პორტის აშენებას გიუმრიში, ეს ორი ცენტრი გააძლიერებს სამხრეთ-დასავლეთის დერეფანს, რომელიც მოიცავს - ინდოეთი-ირანი-სომხეთი-საქართველო-შავი ზღვა-ევროპა. სწორედ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხი იყო ღარიბაშვილი-ფაშინიანის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა
“ - განმარტავს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ზურაბ მაღრაძე.
Print E-mail
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 23 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 19 °C
img
ბორჯომი 23 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 19 °C
img
ბაკურიანი 17 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9073
EUR
EUR
1
2.8762
RUB
RUB
100
2.8785
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6835
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://etd.umpalopo.ac.id/js/ckeditor4/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibom girişmobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale son dakikasigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingmarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbetzbahisSahabetgoldenbahisxslottarafbetgrandpashabetcasibomTarafbetcasibombetebetimajbetBetkanyonbetorspin güncelTarafbetlimanbetqueenbetinterbahisBetkanyonmavibet girişcasibomcasibombetasuslimanbetbelugabahisbetvolebayspin twitterhitbet twitterbetmatik güncellunabet twitterkavbet