პოლიტიკა
თბილისში დაგეგმილ აქციას მოქალაქეები სამცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან. სამცხე-ჯავახეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. მათი თქმით, მიდიან დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება. საყოველთაო სახალხო შეკრებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე ახალციხიდან 1500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო რეგიონიდან 5 000-ზე მეტი მოქალაქე მიემგზავრება.

შეკრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ქართული საქმის მხარდასაჭერად, ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად მიდიან. მათივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი სწორედ ევროპულ ღირებულებებს მიესადაგება. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, აქციაზე ოჯახური ღირებულებების დასაცავად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონის მხარდასაჭერად მიდის. მათივე თქმით, აქციაზე წასვლა მათივე ნება-სურვილით გადაწყვიტეს.
Print