„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — თბილისში დაგეგმილ მარშს სამცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან
14:15 / 20.10.2024
20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე:
რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ჯგუფი ყველა LOUDSPEAKERS ნიაზ დიასამიძე გამოუვალი მდგომარეობა ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი აქცია საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონების მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
თბილისში დაგეგმილ მარშს უერთდებიან სამცხე-ჯავახეთიდან. Tv9news.ge-ს ინფორმაციით, ახალციხიდან დედაქალაქში ძირითადად საკუთარი ავტომობილებით გაემგზავრნენ, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები. ,,საქართველოს მომავალი ევროპაშია, ჩვენ ვირჩევთ ევროპულ ღირებულებებს" - აცხადებენ მოქალაქეები.