პოლიტიკა
ნუცას მაგივრად თქვენ გკითხავთ, - ახალციხის მერიავ, არ გრცხვენიათ?! - ანამარია კოტაძე

დღეს, ნუცა ბუზალაძის კონცერტი გააპროტესტეს ახალციხეში. ანამარია კოტაძე, ქალაქის ცენტრში, ბანერით მივიდა და ახალციხელების პროტესტი გამოხატა, საახალწლოდ გამართული კონცერტისა და ნუცა ბუზალაძისთვის 18 ათასი, მირზა მოდებაძეს - 8 ათასი, ზუკა ხუციშვილს - 10 ათასი და ნიკოლ შოუსთვის - 5 ათასი ლარის გადახდა გააპროტესტა.

ანამარია ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, კონცერტების ჩატარება და მითუმეტეს, 41 ათასი ლარის გადახდა მომღერლებისთვის სამარცხვინოა.

,,გუშინ ბავშვების ხათრით გავჩუმდით, ამიტომ დღეს ნუცას მაგივრად თქვენ გკითხავთ, - ახალციხის მერიავ, არ გრცხვენიათ?!"
- კითხულობს ანამარია კოტაძე.

ანამარიას საპასუხოდ, ახალციხეში დღეს ზუკა ხუციშვილის კონცერტი გაიმართება, რომელსაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 ათას ლარს უხდის.
Print