SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
აზერბაიჯანი ჩვენთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორია - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის, ბუნებრივია, პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ამ კუთხით ეკონომიკურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

პრესკონფერენციაზე კობახიძემ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაქსიმალური წვლილის შეტანის თაობაზე ქართული მხარის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი. სამაგალითოა ის, თუ როგორ ზრუნავთ აზერბაიჯანის და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის ყოველთვის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის.

დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს იყო ნაყოფიერი, პროდუქტიული შეხვედრა. მე მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრის მაღალი დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ეს კომისია არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. სწორედ ამ ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა ამ სულისკვეთებით გაგრძელდება“
- განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება.

„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას. ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოსიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას.

ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებას მომავალში“,
- აღნიშნა ალიევმა.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomfixbet giriştipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisbetsmoveStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabetpusulabetjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetpalacebetcasibomganobetiptvcasibomcasibomnitrobahisbetnanocasibom girişcasibombetbigobetbigoaresbetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisjokerbetbets10aresbetaresbetaresbetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibombetparkSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobet