შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს - სალომე ზურაბიშვილი ,,აღდგომის ღამის" აქციაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 აპრილს რუსთაველზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება და „აღდგომის ღამეს“ ქაშვეთთან შეხვდება.
ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდა და დაწერა:
,,აღდგომა არის კეთილის, მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად, სანთლებით. ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.