პოლიტიკა
მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას - მაკა ბოჭორიშვილი
კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე.
„საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა, შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს. აქვე მსურს აღვნიშნო საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
შეხვედრა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველად და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
სომხეთმა აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში 21 აპრილს დაადანაშაულა.
სომხური მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს 00:30-დან 01:19 საათამდე სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა.
სომხურ მედიასთან საუბარში სოფელ ხნაწახის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ უწყვეტი სროლის გამო ომის დაწყების შეგრძნება ჰქონდა.
სომხური მედიის თანახმად, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს სიუნიქის რაიონის სოფლებს.
აზერბაიჯანულ მხარეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
გააზიარეთ :