ვანო მერაბიშვილი ენმ–ს გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს
ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს.
ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ე.წ.
მატროსოვის ციხეში, მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი
თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი
გააკეთებს.
„ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას,
სადაც მისი საქმე განიხილება. გადაწყვეტილების შემდეგ ვანო
მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, – განაცხადა
მელიამ.