პოლიტიკა
ახალციხის მერიაში, კონკურსის შედეგად, ცხრა თანამშრომელი დაინიშნა
13 ვაკანტური ადგილიდან, ქალაქ ახალციხის საკონკურსო კომისიამ, თანამშრომლები ცხრა პოზიციაზე უკვე შეარჩია. ორი თანამშრომელი მოგვიანებით დაინიშნება.

სამი ვაკანტური ადგილიდან, შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიცია ერთ–ერთია, რომელზეც განაცხადი არ დაფიქსირდა. თუმცა ვლადიმერ ზედგინიძე აპირებს, რომ პოზიციაზე ერთ–ერთი კონკურსანტი დანიშნოს.

ახალციხის მერიამ კონკურსი 6 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა 79–მა კონურსანტმა მიიღო. დოკუმენტების გადარჩევის ეტაპი წარმატებით 42–მა კონკურსანტმა გაიარა. გასაუბრებაზე 21 მათგანი მივიდა.

Print