პოლიტიკა
“იმაზე მეტი გაკეთდა, რასაც დავპირდით” – ვლადიმერ ზედგინიძე
ახალციხის მერი ბაგინაშვილის ქუჩის მოსახლეობას გამოეხმაურა. ვლადიმერ ზედგინიძე უარყოფს, რომ ადგილობრივებს წინასაარჩევნოდ გზის მოასფალტებას დაპირდა.

სამსონიძისა და ბაგინაშვილის ქუჩაზე კი ამბობენ, რომ 2016 წლის, საპარლამენტო და თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების წინ, მათთან დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები მივიდნენ და მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას დაპირდნენ.

მოსახლეობა ირწმუნება, რომ გამარჯვების შემდეგ მათთან ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.

ორივე ქუჩაზე არ არსებობს სანიაღვრე არხი, საკანალიზაციო სისტემა, ნაგვის ურნა. ხშირად ზიანდება სასმელი წყლის მილები, რის გამოც ქუჩა იტბორება და ისედაც დაზიანებულ გზაზე გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.

Print