პოლიტიკა
ახალციხეში მერის წარმომადგენლები და ასისტენტები შეარჩიეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

დროებითმა კომისიამ, სოფლებში მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები შეარჩია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კონკურსის შემდეგ სამი პოზიცია ისევ ვაკანტურია. ესენია:

✓ მერის წარმომადგენელი ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში;

✓ კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი;

✓ ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი.

მერიაში განმარტავენ, რომ სამივე პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

შერჩეული კანდიდატების პოზიციებზე დანიშვნა 2-დან 16 აპრილამდე მოხდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი სულ 36 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. აქედან 19 მერის წარმომადგენლის, 17 კი ასისტენტის პოზიციაა.
Print