ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სადღესასწაულო წირვა ვალეში აღავლინა
14:33 / 08.09.2018
კათოლიკური სამყარო, 8 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას – ღვთისმშობლობას აღნიშნავს.
ვალეს კათოლიკური ეკლესიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
მრევლს დღესასწაული მიულოცა და სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
,,არსად არ არის ადვილი იყო ქრისიტიანი და იყო მორწმუნე. ეს არ ნიშნავს, რომ იყოს მტერი. ჩემი აზრით ეს არის გულგრილობა და გულგრილობა კიდევ არის ყველაზე ცუდი საქმე ქრისტიანული საკრებულოსთვის" – აღნიშნა ჯუზეპე პაზოტომ.
სოფელ ვალეში გამართულ წირვას, დღეს, ,,ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა დაესწრო და კათოლიკე მრევლს ტაძრის დღესასწაული მიულოცა.