ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, სააღდგომო პრემია გაიცა. ხელფასის ერთმაგი ოდენობა საკრებულოსა და გამგეობის 94 თანამშრომელმა მიიღო. თანხამ 81 650 ლარი შეადგინა.
ადმინისტრაციულ სამსახურში ამბობენ, რომ აპრილის თვის პრემია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გაიცა. სააღდგომო პრემია არ ერგოთ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ პრემია მათთან 19–მა პირმა მიიღო და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 22 960 ლარი დაიხარჯა.
2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, კიდევ ერთი პრემიაა გათვალისწინებული.
|