მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
ზეიმობს. განკაცებული უფალი ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. უფლის
აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა. აღდგომა უდიდესი
ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის 40–დღიანი
მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება, ვნების კვირა.
ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა,
რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ
ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც
სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. ამ დღეს
უფალი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან
დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მოკვდავთათვის სამოთხის კარი.
ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე,
ჯვართან ერთად, კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად,
ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა
პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა
ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას
სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას
ზეიმობენ. თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს აღნიშნავდნენ. მხოლოდ
IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის
პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა
გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს,
აუცილებლად მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება
ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი
დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება. თიკო კურტანიძე
მართლმადიდებლური სამყარო
უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. განკაცებული უფალი
ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა.
უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა.
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ
უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება,
ზიარება, ვნების კვირა.
ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის
მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის
შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და
რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
ამ დღეს უფალი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი
ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მოკვდავთათვის სამოთხის
კარი. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე,
ჯვართან ერთად, კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად,
ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა
პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა
ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას
სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას
ზეიმობენ.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს აღნიშნავდნენ. მხოლოდ IV
საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის
პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა
გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს,
აუცილებლად მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება
ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი
დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება.
თიკო კურტანიძე