რელიგია
პატრიარქი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პრეზიდენტობის კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

უწმინდესმა პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ,“
- განაცხადა პატრიარქმა.
| Print |