რელიგია
,,ყველამ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა" – არქიმანდრიტი იოანე
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

"მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება.

მეორე ტურში ამომრჩეველმა არჩევანი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.
| Print |