რელიგია
მუსლიმებისთვის რამადანი დაიწყო

 

ხუთ მაისს მუსლიმურ სამყაროში რამადანი - მარხვა დაიწყო.

 

რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. 30 დღე მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

რამადანის თვეში მორწმუნეები დაბინდებამდე არ ჭამენ და არ სვამენ, არ ეწევიან თამბაქოს, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და ვიდრე გათენდება, მანამდე საუზმობენ. მუსლიმები დღის საათებს უთმობენ შრომას, ლოცვას, ყურანის კითხვას და ქველმოქმედებას. ეს წესი ყველა მუსლიმმა უნდა დაიცვას, თუკი საგანგებო ვითარებაში არ იმყოფება. მარხვისგან გათავისუფლებული არიან ავადმყოფები, ბავშვები, მოგზაურები. 

მარხვა მთავრდება ბაირამით. დღესასწაული რამადანის ბოლო დღეს იწყება და სამი დღე გრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ.

 

| Print |