რელიგია
ოჯახის სიწმინდის დღეს მრევლი სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდა

 

სამცხე-ჯავახეთიდან 40-მდე მართლმადიდებელი თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა.

 

მრევლი ახალციხიდან ოთხი მსუბუქი მანქანით და ერთი სამარშრუტო ტაქსით, სასულიერო პირებთან ერთად წავიდა.

„ასპინძიდან და ადიგენიდან მანქანებით წამოვიდნენ. ბევრი ხალხი ვერ შეგროვდა, რადგან სამუშაო დღეა. ახალციხიდან ყოველწლიურად დავდივართ, მე ჩემი შვილებით და ოჯახით ვარ წამოსული. ვდგავარ იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ მსვლელობით ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ვართ დედისა და მამის შვილები და ვიცავთ ოჯახის სიწმინდეს“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.

მსვლელობა 17:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

დღის ბოლოს სამების ეზოში დაგეგმილია, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" მიერ ორგანიზებული კონცერტიც.

 

| Print |