რელიგია
მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

 

ოთხ ივნისს მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

 

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ. 

ბაირამი მარხვის ბოლო დღეს იწყება და სამი დღე გრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ. 

მუსლიმებს ამ დღესასწაულს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ულოცავს.

“ძვირფასო მორწმუნენო! დასრულდა წყალობის, მიტევებისა და გადარჩენის ერთი მთვარისეული რამაზანი მარხვის თვე. ხვალ დღესასწაულია!
ვისთვის წყალობა იყო, ვისთვის მიტევება, ვისთვის გადარჩენა.
უზენაესმა ყველა მორწმუნეთა გულებში დაამკვიდროს სიმშვიდე და სიყვარული აამინ.
ჩვენგან დუა-ვედრება მშვიდობა და სიყვარული ჩვენს სამშობლოს თითეულ ჩვენს მოქალაქეს აამინ”, - წერს სოციალურ ქსელში ჯამბულ აბულაძე.

| Print |