რელიგია
სიყვარულის მოციქულები - პეტრე და პავლე
ქრისტიანული სამყაროსთვის პეტრე-პავლობის მარხვა დღეს, 24 ივნისს დაიწყო. რა ისტორიის მატარებელია და როგორ დავიცვათ პეტრე-პავლობის მარხვა ამ კითხვებზე ახალციხის მღვდელმსახური გიორგი ქურდაძე პასუხობს.

-რა გულისხმობს პეტრე- პავლობის მარხვა?

პეტრე- პავლობა ერთ-ერთი გრძელი მარხვაა ქრისტიანულ სამყაროში. ის სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს - პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება. შესაბამისად, მარხვის დღეების რაოდენობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა.

ვინ იყვნენ და რით დასრულდა მათი სიცოცხლე?

პეტრე და პავლე მოციქულებს სიყვარულის მოციქულებსაც უწოდებენ. ისინი მხოლოდ სიყვარულს ქადაგებდნენ და თავისი ცხოვრების წესითაც ამას ადასტურებდნენ, ამიტომაც ეკლესიამ მათ სიყვარულის მოციქულები უწოდა. ორივე მათგანის სიცოცხლე წამებით დასრულდა. მოციქულ პეტრეს თავი მოჰკვეთეს, რადგან რომის მოქალაქე იყო, ხოლო პავლე ჯვარზე თავდაყირა გააკრეს. იმ დროისთვის რომის მოქალაქის ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა, ამიტომ მას ჯვარცმის ნაცვლად თავი მოჰკვეთეს.

როგორ უნდა იმარხულოს მრევლმა პეტრე-პავლობის მარხვაში?

პეტრე-პავლობის მარხვა დიდი მარხვისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქია, რაც იმას გულისხმობს, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილია.


სად ფუნქციონირებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი?

რთულია ამის თქმა, თუმცა მე რაც ვიცი მუსხის მთაში არსებობდა პეტრე-პავლობის სახელობის პატარა ტაძარი, მაგრამ დღეს ის დანგრეულია და მასში წირვა-ლოცვა აღარ აღევლინება.

რას ურჩევდით მრევლს მარხვის პერიოდში?

პირველ რიგში, მრევლს სიმშვიდისა და ლოცვისკენ მოვუწოდებ. ვურჩევდი, მიბაძონ მოციქულთა ღვაწლს. ცნობების თანახმად, მოციქულები ხშირად ჰყავდათ შეპყრობილნი, მათ ცხოვრებაში დიდი განსაცდელები ჰქონდათ. წმინდანების - პეტრესა და პავლეს ცხოვრება თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ადამიანებს პატარა რაღაცეებისაც კი გვეშინია, მათ კი დიდი მოთმინების უნარი გააჩნდათ.

| Print |