რელიგია
ჭელას მეჩეთის მიჰრაბს რესტავრაცია ჩაუტარდა
ადიგენის სოფელ ჭელაში მიჰრაბის რესტავრაცია დასრულდა, მეჩეთის მოხატვა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სალოცავის ინტერიერის მოწყობა და კედლების მოხატვა გასულ წელს დაიწყო.

მიჰრაბისთვის სამშენებლო მასალა ჭელას მეჩეთს ბეგლარ ქამაშიძემ გადასცა, მშენებლობა კი შემოწირულობებით მოხდა. წინამძღვრის თქმით, დაახლოებით 1 600 ლარამდე თანხა მრევლმა შეაგროვა.

კელდებს ქართველი ხელოვანი ედნარ აბულაძე უსასყიდლოდ ხატავს.


"რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენ ვაშენებთ, ვხატავთ ქართველი მუსლიმების ხელით. ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ახალი ქართული ისლამური ხელოვნება. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება არ გვეხმარება რადგან ჩვენ ხომ "გერები" ვართ. ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობისთვის 200 000 ლარი გამოყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მიჩვეულები ვართ, ამიტომ ჩვენი სახსრებით, ნელ-ნელა ვცდილობთ გავალამაზოთ სალოცავი",- გვითხრა ჭელას მეჩეთის იმამმა ჯამბულ აბულაძემ.

ფოტოებს  სოციალურ ქსელში ჯამბულ აბულაძე აქვეყნებს.
| Print |