რელიგია
სოფელ ივლიტაში წმ. ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავენ
სოფელ ივლიტის ტაძარში ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნეს.

28 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ახალციხეში, სოფელ ივლიტაში აღნიშნავენ. მრევლი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში შეიკრიბა.

საზეიმო წირვა ივლიტის ტაძარში მამა იოანემ აღავლინა. მრევლს დღესასწაული მიულოცა და დღის მნიშვნელობა განუმარტა.

წმინდა ივლიტა ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმ.ივლიტა ახლობლებთან და შვილთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. მოგვიანებით იგი მმართველ ალექსანდრესთან დაიბარეს. ივლიტა სამსჯავროზე სამი წლის შვილთან ერთად წარსდგა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძნებით დედა-შვილი წამებით მოკლეს.
| Print |