რელიგია
კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას - ილია II
"მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ჩვენ ვთხოვთ უფალს წყალობას გაჭირვების დროს, თუმცა უფლისთვის მადლობის შეწირვა გვავიწყდება. პატრიარქმა ქადაგებისას ლოცვა „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" აღავლინა და მრევლს ერთად გალობისკენ მოუწოდა.

"ეს ლოცვა წარმოიშვა წმ ნიკოლოზის ეკლესიაში. როდესაც ნიკოლოზის ეკლესია იყო ბიბლიოთეკა, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით თითქოს წიგნების წასაკითხად, სინამდვილეში ჩვენ პარაკლისს ვასრულებდით. ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა „,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ყველამ ერთად ვიგალობოთ. მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. ჩვენთანაა უფალი, ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის. უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს .დალოცვილი იყავით თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენთან არს ღმერთი”, - ბრძანა პატრიარქმა.
| Print |