რელიგია
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის 8 სასულიერო პირი პატრიარქმა დააჯილდოვა (ვიდეო)
30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმ.მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

რაბათის საკათედრო ტაძარში, ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

მეუფე თეოდორემ, ამბიონიდან, წირვის დასასრულს ბერ–მონაზვნებსა და მრევლს კათოლიკოს–პატრიარქის წერილი გააცნო და ილია მეორეს გადაწყვეტილებით, ეპარქიის სასულიერო პირები ეკლესიის ერთგული მსახურებისთვის დააჯილდოვა.


არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭათ:
  • ვანის ქვაბების წინამძღვარს მათე ვაშაყმაძეს
  • ჭულევის მამათა მონასტრის წინამძღვარს ანთიმოზ ცინაძეს

გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლება მიენიჭა:
  • ასპინძის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ზოსიმე კაცაძეს

იღუმენის ხარისხი და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა
  • ვალეს ტაძრის წინამძღვარს. მღვდელმონაზონი იობი ბრეგვაძე დღეიდან იწოდება იღუმენად

დეკანოზის ხარისხი
  • ვარხნის ტაძრის წინამძღვარს გაბრიელ თვალაბეიშვილს
  • მიეცა ოქროს ჯვარი და დეკანოზობა მიენიჭა ახალციხის წმ.მარინეს ტაძრის მღვდელმსახურს გიორგი ქურდაძეს
  • მიეცა ოქროს ჯვარი და დეკანოზობა მიენიჭა ახალციხის წმ.მარინეს ტაძრის მღვდელმსახურს ნიკოლოზ აბრამაშვილს

იღუმენიას ხარისხი
  • მონაზონი ქეთევანი (მელაძე) აყვანილი იქნა იღუმენიას ხარისხში და მიენიჭა ოქროს ჯვრის ტარების უფლება.



| Print |