რელიგია
სოფელ პატარა გონდურაში წმინდა ტერ-გევონდიანცის სახელობის ეკლესია გაიხსნა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში წმინდა ტერ-გევონდიანცის სახელობის ეკლესია გუშინ, 29 სექტემბერს რეკონსტრუქციის შემდეგ პირველად გახსნეს.

ეკლესია 1868 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა საბჭოთა პერიოდში მარცვლეულის საწყობად იყენებდნენ.


საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი წლის შემდეგ, ეკლესიას სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მკვიდრმა, ტაჩატ ვართაპეტიანმა ჩაუტარა.

ეკლესიის კურთხევა ლოცვებით დაიწყო, აკურთხეს ჯვარი, შემდეგ კი, თანასოფლელების ტაშის ფონზე ზარიც დარეკეს. AAC მღვდელმსახურებმა წმიდა მსახურება ჩაატარეს და ამის შემდეგ ადგილობრივი ცეკვის ანსამბლის ”ნჟდეჰის” კონცერტი გაიმართა.

| Print |