რელიგია
ჭელაში დედათა მონასტერი გაიხსნა

 

ადიგენის სოფელ ჭელაში წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა.

საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. გახსნას ესწრებოდნენ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების პირველი პირები, მაჟორიტარი დეპუტატი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე.

ჭელაში მონასტრის მშენებლობას საფუძველი ხუთი წლის წინ ჩაწყარა. ამიერიდან წირვა-ლოცვას ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ (გეწაძე) აღავლენს.
| Print |