რელიგია
,,ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს" - საქართველოს პატრიარქი
,,ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული, ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თვენი სახლი, თქვენი კარმიდამო", – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 6 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს. ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო -კარს, აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ“,- განაცხადა ილია მეორემ.

ქრისტეს ეკლესია თავიდანვე მტკიცედ აღსდგა თვითმკვლელობის, როგორც სასიკვდილო ცოდვის წინააღმდეგ. ნეტარი ავგუსტინე ამბობს:

„თვითმკვლელი ადამიანს ჰკლავს“, ანუ თვითმკვლელი მკვლელს უთანაბრდება. მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიაში თვითმკვლელობა უფრო მკაცრად განისჯებოდა. ალექსანდრიის პატრიარქის ტიმოთეს, მეთოთხმეტე წესის თანახმად, თვითმკვლელს წესის აგებისა და დაკრმალვის უფლება ერთმეოდა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაცრი სასჯელი დადგინა თვითმკვლელობის მცდელობისთვისაც კი. ამისათვის თორმეტწლიანი ეპიტიმიით ისჯებოდნენ. ვიცი, შენ იტყვი, რომ ეს მეტისმეტად მკაცრია, მაგრამ ეს სიმკაცრე გულმოწყალებისგანაა შობილი. მერწმუნე, ეკლესია თვითმკვლელთა მიმართ მკაცრი - ხალხის სიყვარულიდან გამომდინარეა. რამეთუ ეკლესია საკუთარ „საცავში“ ინახავს რეალურ გამოცდილებას, რომ თვითმკვლელნი ვერ გახდებიან უკვდავი სიცოცხლისა და მარადიული წყალობის სამეფოს მემკვიდრენი. თავისი სიმკაცრით ეკლესიას სურს, იხსნას ადამიანები მარადიული დაღუპვისაგან".


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზები მოზარდებში

რატომ იკლავენ ახალგაზრდების თავს?
| Print |