რელიგია
18 ოქტომბერი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები ამ დღეს ხანძთობასაც უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი არქიმანდრიტი იყო, რომელიც დაახლოებით, 759 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. მღვდლად კურთხევის შემდეგ სულიერ ძმებთან ერთად ხანძთაში გადავიდა, სადაც უმძიმეს პირობებში მონასტრის მშენებლობა დაიწყო.

წმინდა მამას ღვთისგან წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დღე. ის 861 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ, ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის დაკრძალეს.
| Print |