რელიგია
ებრაელები „სიმხათ თორას“ დღესასწაულს აღნიშნავენ

 

20-22 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“ - „თორით გამოწვეული სიხარული”, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა.

ისრაელში სიმხათ თორა შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ იუდეველებს დღესასწაული მიულოცა. "ვულოცავთ ყველა იუდეველს, წარმატებებსა და სიხარულს ვუსურვებთ მათ", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილში.

 

| Print |
თეგები: სიმხათ თორა /