რელიგია
სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა

 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ამხილა.

"დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ გადამაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილება“,
- განაცხადა მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრემ და შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, აღნიშნა, რომ სინოდის თავმჯდომარეს გულისხმობდა.
| Print |