რელიგია
ახალქალაქში სამლოცველო მეორედ დაარბიეს
ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო მეორედ დაარბიეს. დაზიანებულია ხატები, საეკლესიო ნივთები და ძირს არის მიმოფანტული ნამსხვრევები.

3 ნოემბერს, სურბ ხაჩის ახალქალაქის ეკლესიის წარმომადგენელმა ნაირ მელიქიანმა გაავრცელა ინფორმაცია, ხელახლა დარბეული სამლოცველოს შესახებ. 2019 წლის აპრილში, სამლოცველო, პირველად აკურთხეს. მოგვიანებით, სოფელ ხულგუმოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ნახეს დამსხვრეული სამლოცველო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო შეტყობინებაში, ნაირ მელიქიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ღირსეულად მოიქცნენ. ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა დაალაგეს და გაწმინდეს სამლოცველო.

პირველად დარბეულ სამლოცველოსთან დაკავშირებით, ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ამავე თემაზე: 
ახალქალაქში სამლოცველო დაარბიეს 

ახალქალაქში სამლოცველოს დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წყარო:http://jnews.ge
| Print |