სამართალი
შსს-მ სამლოცველოს დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ხულგუმოსთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარბერვის ფაქტის მოკვლევა დაიწყო. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ადამიანის ძალადობით დევნას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ახალქალაქის სოფელ ხულგუმოსთან, XIII საუკუნის ტაძარში ხატები და რელიგიური ნივთები პირველად აპრილში, მეორედ სამ ნოემბერს დააზიანეს.

 

| Print |