რელიგია
ტაძრის დარბევით მოსახლეობის სიმშვიდის დარღვევა სურთ - მამა ტიგრან მხითარიანი
ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოს დარბევის ფაქტს, სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურები, ადგილობრივი მოსახლეობა და რელიგიის სააგენტო ეხმაურება. ისნი ვანდალიზმის რელიგიურ სარჩულს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მომხდარით რელიგიური თემების გაღიზიანება სურთ.

XIII საუკუნის სალოცავი მეორედ, სამ ნოემბერს დაარბიეს. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო ნივთები. ძირს არის მიმოფანტული ნამსხვრევები.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 2019 წლის აპრილშიც. მაშინ გამოძიება სსკ-ის 259 სეკუნდი მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმის მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება.

მეორე შემთხვევაში სამართალდამცველებმა საქმე 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აღძრეს, რაც აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ადამიანის ძალადობით დევნას გულისხმობს.

| Print |