რელიგია
ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა
ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოდოროსმა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. პატრიარქმა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ მსახურებაზე უკრაინის ეკლესიის მეთაური მოიხსენია.

პატრიარქის მიერ ჩატარებული წირვის დროს, მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღძოლებს მოიხსენიებენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა აღიარა. ამის მერე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი შეწყვიტა.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი 6 იანვარს გადასცა, რის შედეგადაც უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო. რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.
| Print |