რელიგია
კათოლიკური სამყარო ადვენტს აღნიშნავს

 

კათოლიკურ ეკლესიაში პირველ დეკემბერს ადვენტის დღესასწაული დაიწყო. ის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება და მაცხოვრის შობისთვის მოსამზადებელი პერიოდია. მრევლის ნაწილი, სურვილისამებრ მარხულობს. ამ დღის აღსანიშნავი წმინდა წირვა არლის კათოლიკურ ტაძარში 13:30 საათზე დაიწყება. 

ადვენტს სახლსა და ტაძრებში გვირგვინებით ხვდებიან. ის პირველად მე - 19 საუკუნეში, გერმანიაში გამოჩნდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

გვირგვინს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მას ნაძვის ან ფიჭვის ტოტებისგან აკეთებენ. მისი მრგვალი ფორმა მარადისობას აღნიშნავს, რადგან როგორც წრეს არ აქვს დასაწყისი და დასასრული, ასეთივეა მარადისობა. გვირგვინის შემადგენელი ნაწილია სანთლები, რაც ღვთის ნათელს აღნიშნავს.

მთავარი ფოტო: არლის კათოლიკური სამრევლო
| Print |