რელიგია
13 დეკემბერს, ეკლესია, ანდრია პირველწოდებულსა და ვახტანგ გორგასალს იხსენებს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ადიგენის სოფელ მოხეში, სადღესასწაულო წირვას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე აღავლენს.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედა ღვთისამ ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.

მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი V საუკუნეში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. 
| Print |