რელიგია
წმინდანთა დღესასწაულების კვირა
მომავალი კვირა მართლამდიდებელ ეკლესიაში წმინდანთა დღესასწაულების სიუხვით გამოირჩევა. განსაკუთრებული ზეიმია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, სადაც წმინდანების - ბარბარეს, საბასა და ნიკოლოზის ხსენება ერთმანეთის მიყოლებით აღინიშნება. 

წმინდა ბარბარე

17 დეკემბერს, ქრისტიანები წმინდა ბარბარეს დღესასწაულს ზეიმობენ, ამზადებენ ლობიანს და ერთმანეთს უმასპინძლდებიან.

წმინდა ბარბარე წარჩინებულ ოჯახში დაიბადა და სილამაზით გამოირჩეოდა. მან ქრისტეს გულისთვის მრავალი ტანჯვა გადაიტანა და ტანჯვით სიკვდილი ქალწულს მამის ბრძანებით ერგო. 

ბარბარეს მამამ - დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმინდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი. ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმინდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა — ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.

ამჟამად წმინდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

წმინდა ბარბარე ითვლება ბავშვთა მფარველ წმინდანად. ასევე არის გადმოცემა, რომ წმინდა ბარბარე სიკვდილის წინ აზიარებს იმათ, ვინ ვერ მოასწრო ზიარება, ამიტომ მას ხატებზე ხშირად ბარძიმით ხელში გამოსახავენ..

ბარბარობის დღესასწაულს უკავშირდება ასევე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია, რა თქმა უნდა თავის არსით არანაირი დატვრითვა არ აქვს ლობიანებს, თუმცა არც ის არის დანაშაული, თუ ამ დღეს ვინმე გამოაცხობს (ან არ გამოაცხობს) ლობიანს. ლობიანები საერთოდ კავშირში არ არის ბარბარობის დღესასწაულთან.


წმინდა საბა განწმენდილი

წმიდა საბა განწმენდელის დღესასწაული განსაკუთრებით საფარის მონასტერში აღინიშნება. სადაც წმ. საბას სახელზე აგებული მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა. 

ღირსი მამა საბა განწმენდილი დაიბადა 439 წელს, კაპადოკიის სოფელ მუტალასკში. საბა გონიერი ბავშვი იყო, უარი თქვა თავის ქონებაზე და ფლავიანელთა მონასტერში დასახლდა. 8 წლის გახლდათ, როცა ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა. მალევე დაისწავლა დავითნი და საღმრთო წერილის სხვა წიგნები, წარემატა სათნოებებში და სამონაზვნო ტიპიკონს ზედმიწევნით ასრულებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბიძები შერიგდნენ და საბას შინ დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ ყრმა ვერაფრით დაითანხმეს.
მეორედ ეშმაკმა პატარა საბას ცთუნება მაშინ მოინდომა, როცა ის მონასტრის ბაღში მუშაობდა. ხეზე ლამაზი ვაშლი შენიშნა, მოწყვიტა და ჩაკბეჩა დაუპირა, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ტრაპეზის დრო არ იყო. ვაშლი მიწაზე დააგდო და გათელა, მასთან ერთად გემოთმოყვარეობის ეშმაკსაც გაუჭეჭყა თავი.

წმინდა საბა 532 წელს გარდაიცვალა. 547 წელს როცა მისი საფლავი გახსნეს, ღირსი საბას სხეული უხრწნელი იხილეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ წმინდა საბას უხრწნელი სხეული ჯვაროსნებმა ვენეციაში გადაასვენეს და დასვენებული იყო სან ანტონიოს ტაძარში. წმინდა საბას უხრწნელი სხეული 1965 წელს დაუბრუნდა თავის აშენებულ სავანეს.

ღირსი საბა ეხლაც უამრავ სასწაულს აღასრულებს, განსაკუთრებით შეეწევა უშვილოებს.


წმინდა ნიკოლოზი

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი იყო მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი. არის ერთდროულად მართლმადიდებელი, კათოლიკური, ანგლიკანური და ლითერანული ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღეა ახალი სტილით - 19 დეკემბერი და 22 მაისი.

დაიბადა 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს იშვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ.

წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა.

ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა.

325 წელს წმიდანი მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოებოს სიმბოლო – მრწამსი – მიიღო. 

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

წმიდა ნიკოლოზი სიცოცხლეშიც და მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -1 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
ასპინძა -1 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 1 °C
img
თბილისი 1 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1871
RUB
RUB
100
4.6063
TRY
TRY
1
0.4867
USD
USD
1
2.8929
AMD
AMD
1000
6.0432
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.